Tactical Tech წარმოგიდგენთ

რა სურს მომავალ თაობას

ეს გამოფენა, რომელიც მოზარდებთან კოლაბორაციით შეიქმნა, საზოგადოებაზე ტექნოლოგიის გავლენას აღწერს.


banner for youth saying What the Future Wants

„რა სურს მომავალ თაობას“ (WTFW - What the Future Wants) ინტერაქციული გამოფენაა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიის ახალ, მრავალმხრივ გაგებას პირადი, პოლიტიკური და გლობალური გადმოსახედიდან.

რა გავლენას ახდენს ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მონაცემებზე, უფლებებზე, სოციუმსა და გარემოზე? ეს ინტერაქციული გამოფენა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ვირტუალურ სამყაროში გაზრდა; განავითარონ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვიტონ, თუ რისი დაცვა ან შეცვლა სურთ უკეთესი ციფრული მომავლისთვის.

200 თინეიჯერთან თანამშრომლობით, WTFW-ს გუნდმა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: რას ნიშნავს, როცა ვირტუალურ სამყაროში იზრდები? როგორ მოქმედებს ეს შენზე? რას დატოვებდი ან შეცვლიდი შენს ციფრულ მომავალში?

ეს გამოფენა ლიცენზირებულია Creative Commons-ით CC BY-NC-ND 4.0.

დაათვალიერე გამოფენა