წარმოგიდგენთ გამოფენას „რა სურს მომავალ თაობას“
წარმოგიდგენთ გამოფენას „რა სურს მომავალ თაობას“. პროექტის ავტორი Tactical Tech.
შენს ურთიერთობას ტექნოლოგიასთან როგორ ახსნი? როგორ შეიძლება მოწყობილობამ მთელ მსოფლიოსთან დაგაკავშიროს და საბოლოოდ მაინც მარტოსულად გრძნობდე თავს? ეს გრძნობები ტექნოლოგიის გამიზნული თავისებურებაა თუ - უბრალო პროგრამული ხარვეზი?
ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს, უკეთ გაუგო მსოფლიოს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პირიქით მოხდეს და თავგზაც კი აგიბნიოს. პროექტის What the Future Wants (რა სურს მომავალ თაობას) მიზანია, რომ ეკრანებს მიღმა არსებული საიდუმლოები დაგანახოს, დაწყებული მანიპულაციური დიზაინით, დამთავრებული სმარტფონის შექმნის უსასრულო პროცესით.
ტექნოლოგია შენ გარშემო არსებულ სამყაროს ცვლის… მოგწონს, რა გზასაც ვადგავართ, თუ შემოგვიერთდები, რომ უკეთესი ვირტუალური მომავალი შევქმნათ? ცოტა დრო დაგვითმე, რომ ტექნოლოგიის შესახებ მეტი გაიგო - შემდეგ კი შენი იდეები სხვებსაც გაუზიარე და გაარკვიე, ისინი რას ფიქრობენ. საკუთარ თავს ჰკითხე: როგორი ვირტუალური მომავალი მინდა და როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს?