უმასპინძლე შენს გამოფენას - „რა სურს მომავალ თაობას“.

ჩვენ დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოემზადო გამოფენის მასპინძლობისთვის

Display graphic of the exhibition set-up

უმასპინძლე შენს გამოფენას - „რა სურს მომავალ თაობას“.

„რა სურს მომავალ თაობას“ (WTFW - What the Future Wants) ინტერაქციული გამოფენაა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიის ახალ, მრავალმხრივ გაგებას პირადი, პოლიტიკური და გლობალური გადმოსახედიდან. რა გავლენას ახდენს ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მონაცემებზე, უფლებებზე, სოციუმსა და გარემოზე? ეს ინტერაქციული გამოფენა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ვირტუალურ სამყაროში გაზრდა; განავითარონ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვიტონ, თუ რისი დაცვა ან შეცვლა სურთ უკეთესი ციფრული მომავლისთვის.

200 თინეიჯერთან თანამშრომლობით, WTFW-ს გუნდმა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: რას ნიშნავს, როცა ვირტუალურ სამყაროში იზრდები? როგორ მოქმედებს ეს შენზე? რას დატოვებდი ან შეცვლიდი შენს ციფრულ მომავალში?

ვისთვისაა ეს გამოფენა?

გამოფენა 13-18 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სკოლებში, ბიბლიოთეკებში, საჯარო სივრცეებში, მუზეუმებში, ფესტივალებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სწავლის შესაძლებლობაა. პრეზენტაციის გაკეთება შეგიძლიათ ჯგუფურად (მაგ. კლასში) ან ინდივიდუალურად.

Photo by La Loma

რას მოიცავს WTFW?

გამოფენა აერთიანებს საგანმანათლებლო პოსტერებსა და ინტერაქციულ აქტივობებს:

პოსტერები

  1. შესავალი - კედლის წარწერა, რომელიც მნახველებს იზიდავს.
  2. შენი სმარტფონის მანიპულაციური დიზაინი - პოსტერი, რომელზეც დატანილია ინფორმაცია აპლიკაციების მანიპულაციური დიზაინის შესახებ.
  3. შენი სელფის მიერ გავლილი გზა - პოსტერი, რომელიც ბიომეტრიული ტექნოლოგიების თავისებურებებს აღწერს.
  4. მასობრივი წარმოება - პოსტერი, რომლითაც სმარტფონების შექმნის სოციალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებზე გაიგებ.
  5. გუგლის საზოგადოება - პოსტერი, რომლითაც გუგლისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების რეალურ სახეს დაინახავ.

აქტივობები

გამარჯობა, მეგობარო - ინტერაქციული აქტივობა - ვიზიტორი ჩანახატს ქმნის, რომელიც სმარტფონთან მის ურთიერთობას აღწერს.

რეალობას თვალი გავუსწოროთ - ორნაწილიანი აქტივობა:

  1. წერტილების შეერთება სახის ანაბეჭდის შესაქმნელად და
  2. ქვიზი სახის ამოცნობისა და სხვა ბიომეტრიულ ტექნოლოგიებზე.

მოსახერხებელია? - აქტივობა, რომლითაც უკეთ გაერკვევი ადამიანების ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობაში.

ნუ იქნები ბოროტი - აქტივობა, რომლის დროსაც ვიზიტორი გუგლის სლოგანებს აანალიზებს - როგორია „ბოროტი“ კომპანია და როგორია „კეთილსინდისიერი” კომპანა?

ციტატები - WTFW-ს პარტნიორების ციტატები; გამოაკარით გამოფენის პოსტერების გარშემო. აქტივობების მაგიდაზე არის სუფთა ფურცლებიც, რომელთა შევსებაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ.

რა დაგჭირდებათ?

მასალები

  • პრინტერი (უნდა შეეძლოს A6, A4 და A3 ფურცლების ბეჭდვა)
  • 2 მაკრატელი
  • წებოვანი ლენტი
  • თავისუფალი სივრცე კედელზე (იხილეთ ქვემოთ)

სივრცე

საჭიროა კედლის 6-8 მეტრი თავისუფალი სივრცე.

  • ყველაზე კომპაქტური ვარიანტი დაახლოებით 6 მეტრია. რეკომენდებულია 7.5 მეტრი.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ კედელი ან სტენდი.
  • მაგიდა აქტივობებისთის (დაახლ. 90x180 სმ)

ხალხი

  • გამოფენის აწყობისთვის საჭიროა მინიმუმ ორი ადამიანი.
  • აწყობა შესაძლებელია ჯგუფურადაც (მაგ. კლასის მიერ). ამ შემთხვევაში დავალებები გადაანაწილეთ მცირე ჯგუფებზე (მაგ., ერთი ჯგუფი წრეებს ამოჭრის, ერთი ჯგუფი პოსტერებს კედელზე გააკრავს...)

გამოფენის აწყობის დრო

  • გამოფენის ასაწყობად (ბეჭდვა, ამოჭრა, კედლებზე გაკვრა) საჭიროა დაახლოებით 1-2 საათი. დრო დამოკდიდებულია ორგანიზატორების რაოდენობაზე.

როგორ ავაწყოთ გამოფენა: ცნობარი

თუ დაინტერესებული ხარ „რა სურს მომავალ თაობას“ გამოფენის მასპინძლობით, დაგვიკავშირდი მისამართზე youth@tacticaltech.org, დამატებითი ინფორმაციისთვის კი ორგანიზატორების ცნობარი ცნობარი დაათვალიერე.